“ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს განვითარების სწორ ეტაპზე, უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევებს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მოსამართლეები, პროკურორები, პრეზიდენტები, პრემიერები, პარლამენტის წევრები და წამყვანი მედიასაშუალებები არ არიან ერთი საძმაკაცოს წევრები, – აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს განვითარების სწორ ეტაპზე. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევებს. უნდა გავუფრთხილდეთ, რომ დღევანდელ საქართველოში მოსამართლეები, პროკურორები, პრეზიდენტები, პრემიერები, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან და წამყვანი მედიასაშუალებები არ არიან ერთი საძმაკაცო ან ერთი რეპრესიული მანქანის ქვეშ მოქცეული ადამიანები, რომლებიც იმართებიან ერთი ტელეფონით. ამას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არ უნდა გადავზარდოთ ქაოსში, მაგრამ ამას სჭირდება წინ წაყვანა“, – განმარტა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები