გიორგი ტყემალაძე გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს მისივე სახელობის სკვერში დაესწრო.
რეჟისორის ბიუსტის გახსნას მისი ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.
გიგა ლორთქიფანიძე რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, ასზე მეტი სპექტაკლისა და ოთხი ფილმის, მათ შორის „დათა თუთაშხიას“ ავტორი იყო.
რეჟისორი 2013 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები