დავით უსუფაშვილი: ვინ სად მივიდა, სად არ მივიდა, ეს თემა დავხუროთ ერთხელ და სამუდამოდ

ვინ სად მივიდა, სად არ მივიდა, ვინ დაგეგმა წასვლა და წამოსვლა, სჯობს ეს თემა დავხუროთ ერთხელ და სამუდამოდ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ თემაზე საუბრისთვის დროის ხარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს.
“სჯობს ეს თემა დავხუროთ ერთხელ და სამუდამოდ. იმდენი საქმე გვაქვს საკეთებელი ქვეყანას, პრეზიდენტსაც, პრემიერსაც, მათ ადმინისტრაციებსაც, პარლამენტსაც, რომ ამ თემაზე დროის ხარჯვა გაუმართლებელი მგონია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, იცის თუ არა, რატომ არ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს სხდომას ყველა წევრი, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ნაწილი საქართველოში არ იყო, მეორე ნაწილი კი, ქვეყანაში იმყოფებოდა, თუმცა დაკავებული იყო. სჯობს, ვიყოთ ყველანი ერთად. უშიშროების საბჭო ყოველდღე არ იკრიბება, იკრიბება იშვიათად, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები