“მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურაზე მომავალი კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება“

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დავით საგანელიძეს უფლებამოსილება ჯერ ისევ არ შეწყვეტია და საკანონმდებლო ორგანო ამ თემაზე მომავალ კვირას იმსჯელებს.
როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურაზე მომავალი კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება.
“გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმრავლესობის წევრებთან ერთად. უმრავლესობაში არის 7 ფრაქცია, 7 პოლიტიკური ჯგუფი და უმრავლესობის ლიდერი უნდა იყოს უმრავლესობისა და კოალიციის ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილი პირი. ამიტომ, ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს და მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს საქმეს არ წაადგება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები