მაკა ჩიჩუა სოციალურ აქციაში „გააფერადე მზიური“ ჩაერთო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ აქციაში „გააფერადე მზიური“ ჩაერთო. ღონისძიება არასამთავრობო ორანიზაცია „მზიანის“ და ბავშვთა უფლებების დამცველის ანა გოგუაძის ორგანიზებით ჩატარდა.
„ჩემი სურვილია, რომ ბევრი ასეთი სოციალური პროექტი განხორციელდეს. თქვენ ხედავთ რა მხიარულებაა დღეს აქ და როგორი ფერადია ყველაფერი. ეს არის აუცილებელი ბავშვებისთვის, რომ იყვნენ მუდამ ბედნიერები და მხიარულები. ვისურვებდი, რომ მსგავს აქციებს პერმანენტული სახე ჰქონდეს მომავალშიც“,- განაცხადა ჩიჩუამ.
ღონისძიება საბავშვო მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები