ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ენერგორესურსების ტრანზიტის დიდი შესაძლებლობები არსებობს

თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში, ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, დიდი შესაძლებლობები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში, ბოლო პერიოდში ძირეული ცვლილებები განხორციელდა.

“ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან განხორციელებული ექსპორტი შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას აღემატება. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში, ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, დიდი შესაძლებლობები არსებობს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისა და ამ მოლაპარაკებების 2016 წლის სექტემბრისთვის დასრულებისკენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები