ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიწყებთ სვლას ამბიციურ გზაზე

„ჩვენ ვიწყებთ სვლას ამბიციურ გზაზე, რომელიც ითხოვს გაბედულ ნაბიჯებს, რათა ვუპასუხოთ კაცობრიობის წინაშე მდგარ უზარმაზარ გამოწვევებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“2000 წელს ათასწლეულის განვითარების მიზნების სტრატეგია მართლაც რევოლუციური იყო, რადგანაც მისი მეშვეობით გამოვნახეთ საერთო ენა გლობალური გამოწვევების დასაძლევად. საქართველოში, დაინტერესებული მხარეებისთვის ის იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ისინი, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მსჯელობდნენ განვითარების შესახებ, ახდენდნენ მის პრიორიტეტიზაციასა და ადვოკატირებას.
მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ამოქმედება ახალ ბიძგს აძლევს ამ ძალისხმევას. ამ პროცესში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ 2030 წლის დღის წესრიგის მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ჩართულობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები