თინა ხიდაშელი: საქართველო ვერ დარჩება განყენებულად

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი გაეროს სამიტზე პრემიერის დაგეგმილ გამოსვლას გამოეხმაურა.

თინა ხიდაშელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
“დაველოდოთ პრემიერის გამოსვლას, მას ძალიან საინტერესო მოხსენება ექნება ნიუ-იორკში, ასევე დაგეგმილია საინტერესო ორმხრივი შეხვედრები. შედეგზე ორიენტირებული იქნება სამიტი, რომელიც მეორე დღეს ტარდება გაეროს სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით და ის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ კონფლიქტის თუ ომიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონშია. საქართველო ვერ დარჩება განყენებულად, ვერ დარჩება ამოვარდნილად იმ გეოგრაფიული სივრციდან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ნიუ-იორკში გაეროს 70-ე სამიტი მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის წინაშე 24-ე წარსდგება. მისი გამოსვლა 2015 წლის შემდგომ განვითარებას შეეხება. პრემიერის სიტყვით გამოსვლას დაესწრება ქართული დელეგაცია და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები