შსს-ს თანამშრომლებმა საველე-საშტაბო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

ქ. ლვოვში ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლება – „უკრაინა 2015“ ჩატარდა.

ღონისძიებაში 22 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 1100-ზე მეტმა წარმოდგენილმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ვარჯიშში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 15 წევრი. საქართველოს ჯგუფი შედგებოდა 2 ქვეჯუფისაგან: ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის ქვეჯგუფი და სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციების ქვეჯგუფი.

მოწვეული საპატიო სტუმრისა და დამკვირვებლის სტატუსით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა.

სწავლების მიზანს წარმოადგენდა, ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გამოვლენა და საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების მხრიდან კატასტროფების შედეგებზე კოორდინირებული რეაგირება. ასევე, ,,INSARAG’’ – ის (საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფი) ამოცანების შესრულება და ქვეყნებს შორის სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.

ნატოსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები და მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისათვის.

12049568_708366502598685_8635313022628616316_n

11071730_708366512598684_6141954627339710060_n

11207329_708366429265359_2566130904581525479_n

11232181_708366842598651_8004783013086736374_n

12011323_708366519265350_7769876839090413720_n

12038166_708366672598668_2655558520381753564_n

12038541_708366425932026_7284072501114504657_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები