ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მისი კანდიდატურის დასახელებას ადასტურებს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ზვიად კვაჭანტირაძეს შესთავაზებენ, „კვირას“ თავად დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ დაუდასტურა.
როგორც „კვირას“ დეპუტატმა განუცხადა, მან შემოთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე პირადად კოალიციის ლიდერისგან უკვე მიიღო.
„შეთავაზება პირადად კოალიციის ლიდერისგან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მივიღე. სხვათაშორის, კარგა ხნის წინ ნამდვილად შემომთავაზა გავხდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. გუშინწინ, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პრემიერი წარადგენს ჩემს კანდიდატურას. ეს შეთავაზება დიდი პასუხუსმგებლობის განცდით მივიღე. ამერიკიდან პრემიერის დაბრუნების შემდეგ უნდა შედგეს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასეთია დემოკრატიული პროცესი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრების მხარდაჭერას პოლიტსაბჭოზეც მოვიპოვებ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უნდა ჩაანაცვლოს.
დავით საგანელიძე რამდენიმე დღის წინ, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანლად დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ირაკლი კოვზანაძე ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები