ფონდ ”იავნანას” ორგანიზებით, სტრასბურგში საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭრით, სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის ”იავნანა” ორგანიზებით, საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, გალა-კონცერტში მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სოლისტებმა და საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ: ნინო მაჩაიძე – სოპრანო; ანიტა რაჭველიშვილი – მეცო-სოპრანო; ოთარ ჯორჯიკია -ტენორი; ლადო ათანელი – ბარიტონი; პაატა ბურჭულაძე – ბანი;
საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი.
როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პატრონაჟით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია ასოციაცია Humanitaire “Espoir 2008”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები