წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიის ეზოში ზეთისხილის ბაღი გაშენდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით, წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდა.
გამწვანების აქციაში მინისტრ გიგლა აგულაშვილთან ერთად, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფონდის თავმჯდომარე გიორგი სვანიძემ, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა – რეჟისორებმა და მსახიობებმა ზეთისხილის 40-მდე ნერგი სასულიერო პირებთან ერთად დარგეს.
ზეთისხილის ბაღი საზოგადო მოღვაწისა და რეჟისორის რეზო ჩხეიძის სახელობისაა. წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში სულის მოსახსენებლი პანაშვიდიც გადაიხადეს.