“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საბურთალოს რაიონში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს
თბილისში, მგალობლიშვილისა და ჩერქეზიშვილის ქუჩების კვეთაზე, დაზიანების სალიკვიდაციოდ, კაპიტალური რემონტი უტარდება წყალსადენის 300 მმ-იან ქსელზე დამონტაჟებულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
მათივე ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 26 სექტემბრის 12:30-დან 19:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.