ღვინის ქარხნებში ყურძენი 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა

26 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მლნ ლარს მიაღწია.
25 სექტემბერს დღეღამურად 6 620 ტ გადამუშავდა, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი – 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 22 ათას ტონამდე.
კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი – 12,5 ათასი ტ., ყვარელი – 12,2 ათასი ტ., სიღნაღი – 6,7 ათას ტ., ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 2 ათასი ტ., ახმეტა – 1,5 ათასი ტ. და საგარეჯო – 1,7 ათასი ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები