გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი პირველ სამუშაო დღეს პორტუგალიის, ყირგიზეთის, განას, ნიგერიის, სიერა-ლეონის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, სადაც განა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვდრისას, საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს. მინისტრმა პორტუგალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილი ასევე, ყირგიზ კოლეგას ერლან აბდულდაიევს შეხვდა. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა აღინიშნა. მინისტრებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.