განათლების სამინისტროს ინიციატივით სტუდენტური გალა კონცერტი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტური გალა კონცერტი გაიმართა.
უწყების ცნობით, კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, ქალაქ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ მიულოცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და უნივერსიტეტების სხვა წარმომადგენლებმა.