საქართველოს პარლამენტი სტაჟირებას აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირება ცხადდება. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სტაჟირების კონკურსზე დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს.
“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ! ცხადდება სტაჟირება საქართველოს პარლამენტის აპარატში.
სტაჟირების კონკურსზე დაიშვება პირი, რომელსაც დამთავრებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აქვს საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი სპეციალობა.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთები მიიღება 2015 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: stajireba@parliament.ge “, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები