დიმიტრი ქუმსიშვილი: 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, როდესაც ეს ციფრი მომიტანეს, ცოტა ეჭვი შემეპარა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
მისივე თქმით, ქვეყანას დასაქმების კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს, – აღნიშნულ საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა “პალიტრა.ტვ”-ის გადაცემა “რეზიუმეში” ისაუბრა.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
“დასაქმების კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ავიღოთ წინა წლის ივლისი და მიმდინარე წლის ივლისი: 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ამაში არ შედის ბიუროკრატია და თვითდასაქმება. არ მოგატყუებთ და როდესაც ეს ციფრი მომიტანეს, ცოტა ეჭვი შემეპარა, თუმცა არ უნდა შემპარვოდა, რადგან სტატისტიკის დეპარტამენტის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია და მოვითხოვე, რომ ეჩვენებინათ კომპანიები. მე ვნახე კომპანიები, სადაც ეს ადამიანები დასაქმდნენ. ასე რომ, ჩვენ შევქმენით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, მთავრობას სურს, რომ ბიზნესი კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს.