ვარძიაში სახალხო დღესასწული „შოთაობა“ გაიმართება
26 სექტემბერს, შაბათს, ციხე-ქალაქ ვარძიაში გაიმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე — შოთაობა“. სახალხო დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ანსამბლები, რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები, მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების, მხარის მხატვართა ნახატების, ახალი წიგნების გამოფენა-გაყიდვები.
ასპინძის მუნიციპალიტეტში პოეზიის სახალხო დღესასწაული 1966 წლიდან აღინიშნება. “შოთაობა” ვარძიაში მესამედ იმართება. 26 სექტემბერს, დილის 11:00 საათიდან სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება იგეგმება. ასევე დაგეგმილია შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში. სტუმრები ადგილობრივი ანსამბლების შემოქმედებას გაეცნობიან და მესხურ კერძებს დააგემოვნებენ.
პოეზიის დღესასწაულზე დაჯილდოვდებიან გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის” მიერ გამოცხადებულ პოეზიის კონკურსში გამარჯვებული პოეტები: ქეთევან ნათელაძე, სანდრო ბერიძე, მარიამ წიკლაური, ლელა ცუცქირიძე, თამარ შაიშმელაშვილი, ციური მესხიშვილი, თინათინ მღვდლიაშვილი.