გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას ესწრება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაში მონაწილეობს.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება, მინისტრი გამართავს 50-მდე ორმხრივ შეხვედრას კოლეგა მინისტრებთან და გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მდგრადი განვითარების სამიტის გახსნის ცერემონიას, სადაც დელეგატებს სიტყვით მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ.

მინისტრი, საქარათველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე დაესწრება გაერო-ს გენერალური ასაბლეის 70-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაში, აგრეთვე ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. გარდა ამისა, მინისტრი ასევე დაესწრება იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ღონისძიებას – the foreign policy dimension for climate change. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტკურ დირექტორებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს BSEC-ის არაფორმალურ მინისტერიალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები