საქართველოს საგარეო უწყება ჰაჯის რიტუალის შესრულების დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინაში (საუდის არაბეთი), ჰაჯის რიტუალის შესრულების დროს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავს, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
გუშინ ჰაჯის რიტუალის შესრულების დროს 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800-ზე მეტი დაშავდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.