მოსწავლეებმა რაბათის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე „კანაფი“ გაანადგურეს

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა და ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე ველურად მზარდი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ გაანადგურეს.
ნახევარ ჰექტარზე გავრცელებული, დაახლოებით 60 კგ ველურად მზარდი „კანაფი“ პროკურატურის თანამშრომლებმა მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად შეაგროვეს, ხოლო მისი განადგურება ახალციხის დასუფთავების სამსახურის მიერ უტილიზაციის მეთოდით მოხდა.
პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებს ნარკოტიკულ დანაშაულზე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე, შედეგებზე და დანაშაულის პრევენციაზე ესაუბრნენ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი პრევენციის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას და სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები