70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სუხიშვილებს ექსკლუზიურად ჩამოსხმული ღვინო გადაეცემათ
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ექსკლუზიურად ამ თარიღისადმი ჩამოსხმული ღვინო „ქისი“ გადაეცემა. საღამოს „ღვინო და ხელოვნება“ კომპანია ROYAL WINE უმასპინძლებს.
ამ ღვინოს ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „თბილისი 2015″, კატეგორიაში „ქვევრის ღვინო“ ოქროს მედალი მიენიჭა.
ROYAL WINE-ის სპეციალური დაკვეთით, მხოლოდ 70 ბოთლი ღვინო „სუხიშვილების“ იუბილესთან დაკავშირებით ჩამოისხა.
საქართველოს ნაციონალური ბალეტისადმი მიძღვნილ საღამოზე რამდენიმე სახის ღვინის დეგუსტაცია და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ღვინის კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და სახელოვნებო დარგის წარმომადგენელები.