დავით ბაქრაძემ „საქართველოს ახალგაზრდულ ევროატლანტიკურ კოალიციას“ უმასპინძლა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა დავით ბაქრაძემ „საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიციის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა.
„საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია“ ოთხ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას -“ევროპულ ახალგაზრდულ ცენტრს”, “მომავალ დიპლომატთა კლუბს”, “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბსა” და “მშვიდობის ფონდს” აერთიანებს.
კოალიციის მიზანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.
კოალიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს გეგმები გააცნეს და მზაობა გამოთქვეს თბილისსა და რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიაში აქტიური ჩართვის თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ინიციატივისთვის და ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მხარდაჭერის და ჩართულობის მნიშვნელობას.