სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ატარებს
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს, 10 საათიდან, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს.
ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე: თბილისში – ვაკის პარკი; დიდუბე – „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია; ავჭალა – სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი – მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში); ქუთაისში – ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი); ზუგდიდში – გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი); თელავში – ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი), თეატრის წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან; რუსთავში – იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი; ახალციხეში – ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი); მცხეთაში – აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი); გორში – ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ; ბათუმში – გოგებაშვილის 46ა; ოზურგეთში – ვ.დოლიძის N10; ამბროლაურში – ბრატისლავა – რაჭის 17ა.
2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინირებულია 203 061 ძაღლი და კატა. იძულებით აიცრა 30 282 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, რაც შედეგზეც აისახა – 2015 წელს საქართველოში ცოფით ადამიანის დაავადების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც.
მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება.
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა. საქართველოში ეს დღე 2013 წლიდან აღინიშნება. სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას წელს უკვე მესამედ ატარებს.