საქართველოში ქალთა საერთაშორისო ფესტივალი იწყება
ევგენია ფროლოვას “ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის აკადემია” და ინგა ბლესის “კრეატიული ცენტრი” 26-27 სექტემბერს თბილისში ყოველწლიურ ქალთა საერთაშორისო ფესტივალს გამართავენ.
როგორც “კვირას” ინგა ბლესის “კრეატიული ცენტრიდან” აცნობეს, ფესტივალი ეძღვნება ქალისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: მარდიული ახალგაზრდობა და სილამაზე, პირადული თუ კარიერული წარმატება, საყვარელი მამაკაცისთვის მუდმივად სასურველ ქალად ყოფნა და სხვა…
ფესტივალის დევიზია: „ქალი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე”.
“თქვენ გელოდებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალური პრაქტიკების ცნობილი და გამოცდილი 10 დიდოსტატის მასტერკლასები. თქვენ შეიტყობთ, როგორ გახდეთ ერთადერთი და განუმეორებელი თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის; როგორ შეინარჩუნოთ ქალური მიმზიდველობა, სანდომიანობა და ახალგაზრდობა ხანგრძლივად; ცოლ-ქმრული ცხოვრების წლების მიუხედავად, როგორ შეინარჩუნოთ და გააძლიეროთ საყვარელი მამაკაცის ინტერესი და სიყვარული თქვენდამი; როგორ მიანიჭოთ განვითარებისა და წარმატებულობის ენერგია საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანს, ოჯახს და ჩვენს ყოველ ახალ წამოწყებას”, – აცხადებენ ცენტრში.
ფესტივალი 26-27 სექტემბერს, ფუნიკულიორის დარბაზში ჩატარდება.