სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 200-მდე სკოლა შეამოწმა
მოზარდი თაობის ჯანმრთელობისა და მათთვის უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის კვების ბლოკებს ამოწმებს.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო კონტროლი 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა. შემოწმდა კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, აღჭურვილობა, საკვების დასამზადებელი ინგრედიენტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს მზა სურსათის 38 ნიმუში, რომლის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დღეისათვის არსებული მონაცემებით, არცერთ სკოლაში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. მცირედი დარღვევების გამოსასწორებლად გაიცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებას სააგენტოს ინსპექტორები გააკონტროლებენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს. ინფორმაცია შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.