ქუცნაშვილი რატიანს: მიტინგზე ხომ არ ხარ, წადი ქუჩაში და იყვირე (ვიდეო)
უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ხმაურით მიმდინარეობს.
სიტყვიერი დაპირისპირება ზაქარია ქუცნაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
კერძოდ, სხდომაზე, ზაქარია ქუცნაშვილმა სერგო რატიანი, წარსულში დისკრიმინაციული ხელფასის დაწესებაში დაადანაშაულა, რაზეც უმცირესობის დეპუტატმა საყდრისის გაყიდვა შეახსენა ოპონენტს.
შეგახსენებთ, ქუცნაშვილის ინიციატივა პრემიების გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს გულისხმობს.