“ევროპელმა დემოკრატებმა“ ხელმოწერების შეგროვება რუსთავიდან დაიწყეს
საქართველოს კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება „ევროპელმა დემოკრატებმაც“ დაიწყეს.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, მაჟორიტარული სისტემა მანკიერია და ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ, პარლამენტში განხილვების დასაწყებად, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.