„არჩევნები 2016 წელს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარდება, 2020 წლისათვის კი უკვე პროპორციული არჩევნები გაიმართება“

„პარტია „რესპუბლიკელები“ ყოველთვის მხარს უჭერდა საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობას და რეგიონული პროპორციული სიების წესით არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ფორმით ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
როგორც კორძაია აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კონსენსუსი სჭირდება. “მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება კონსენსუსი და ის, რაც საყოველთაო სახალხო განხილვისთვის არის წარმოდგენილი სწორედ კონსესუსის შედეგია, რომლის მიხედვითაც არჩევნები 2016 წელს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარდება, 2020 წლისათვის კი უკვე პროპორციული არჩევნები გაიმართება”, – აცხადებს კორძაია.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ვარიანტი, რომელსაც ისიც აწერს ხელს, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია იმ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოშია. რაც შეეხება შუალედურ აღჩევნებს, კორძაიას თქმით, საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებაში შუალედურ არჩევნებთან მიმართებაში არაფერი წერია და ერთგვარი ვაკუუმი რჩება.
„სასამართლო აწონ-დაწონის და იტყვის, რომელი მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, საგარეჯოელებს საერთოდ არ ჰყავდეთ წარმომადგენელი თუ ჰყავდეთ იმ ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის პარლამენტის მაჟორიტარები იყვნენ არჩეულები. ეს დაფიქრებად ღირს. უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ის, რომ მათ არ ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში“- აღნიშნა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები