საქართველოში ევროკავშირის შემფასებელთა მისიას ელოდებიან – „ევროკავშირის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შესრულებულია“
საქართველოში სექტემბრის ბოლოს ევროკავშირის შემფასებელთა მისიას ელოდებიან, დადებითი შეფასების შემთხვევაში კი საქართველომ ვიზა- ლიბერალიზაცია შესაძლოა, დეკემბრის თვეში მიიღოს, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კორძაიას განცხადებით, ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა იყო ის, რომ შემფასებელთა მისიას საქართველო ვალდებულების შესრულების ფარგლებში დახვედროდა. დეპუტატის განმარტებით, საკანონმდებლო კუთხით ევროკავშირის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შესრულებულია.
„ევროკავშირის შემფასებელთა მისიას სექტემბრის ბოლოს ველოდებით, ეს რიგით მეოთხე შეფასებაა. საკანონმდებლო ცვლილებებების კუთხით პარლამენტმა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულმა შეასრულა. ვიზა -ლიბერალიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებაზე აქტიურად მუშაობდა აღმასრულებელი მთავრობაც. დღევანდელი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა იყო ის, რომ ამ შემფასებელთა მისიას შევხვედროდით ვალდებულების შესრულების ფარგლებში, ჩვენ ველოდებით დადებით შეფასებას. დადებითი შეფასების შემთხვევაში საქართველომ ვიზა- ლიბერალიზაცია შესაძლოა, დეკემბრის თვეში მიიღოს“,- აღნიშნა თამარ კორძაიამ.