ნინო ბურჯანაძე: რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი ურთიერთობებს ჩიხიდან გამოიყვანს

მჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი ურთიერთობებს ჩიხიდან გამოიყვანს – ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან, ვალენტინა მატვიენკოსთან, პეტერბურგში შეხვედრისას განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები გადაწყება ისე, რომ საბოლოოდ, ორივე ქვეყანა მოგებული დარჩება.
“ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს რუსეთში, მე დავინახე, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება თქვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, პრობლემა ბევრი იყო, რის გამოც, ჩიხში შევედით. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს.
მჯერა, რომ დიალოგის გზით ამ ჩიხიდან გამოვალთ და გადავჭრით იმ საკითხებს, რაც მტკივნეულია ჩვენთვის და თქვენც გაღელვებთ. იმედი მაქვს, ეს პრობლემები ისე გადაწყდება, რომ მომგებიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები