ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი „არტრა“ გაიმართება

27-30 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი – რაჭა“ თავისი არსებობის 10 წლის თავზე აწყობს ვიზუალური ხელოვნების ფესტივალს „არტრა“. ფესტივალის პროგრამა მოიცავს გამოფენებს, კონკურს – „საფრთხობელას“ პრეზენტაციას და მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალს.
რეზიდენციის ტერიტორიაზე სპეციალურად აგებულ საექსპოზიციო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება განვლილი წლების მანძილზე მოწყობილი უორკშოპების დროს ქართველი და უცხოელი მხატვრების შექმნილი ნამუშევრები. მოეწყობა ახალი გალერეის პრეზენტაცია და ამბროლაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა გამოფენა. ასევე, მოეწყობა ვიდეოჩვენებები, მხატვრების, კურატორების და ხელოვნებათმცოდნეების შეხვედრა ლექციები რაჭის რეგიონის ახალგაზრდა მხატვრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები