გიგლა აგულაშვილმა ფოტომოყვარულებსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ახალი ინოვაციური ტექნოლოგია გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახალი ინოვაციური ტექნოლოგია ფოტომოყვარულებსა და პროფესიონალ ფოტოგრაფებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.
უწყების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის – Google Chrome Extension პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენებით.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, იქმნება Google Chrome Extension, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას, გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას საზოგადოებას გააცნობს.
Extension განთავსდება Google-ის მაღაზიაში და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება საკუთარ კომპიუტერზე დააყენოს. პროექტი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ჩართულობით განხორციელდება.
ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ეძლვათ შესაძლებლობა, პოპულარიზაცია გაუწიონ როგორც საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებსა და ლანდშაფტებს, ასევე საკუთარ შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები