დღეს თბილისის ფოტოფესტივალი პროექტით „ომის შემდგომი ისტორიები“ გაიხსნება

 

დღეს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში (ლეღვთახევში), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ფოტოფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს გახსნის გერმანელი, პოლონელი და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტი „ომის შემდგომი ისტორიები“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.
რიგით მეექვსე თბილისის ფოტოფესტივალი 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამა 200-მდე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასების და ტრადიციული „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.
წელს თბილისის ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარია ცნობილი ჯგუფი „#DYSTURB“, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალისტებს აერთიანებს.
ფესტივალის ძირითადი პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია;
ფესტივალის პარტნიორები არიან: პოლონეთის საელჩო, იტალიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, UN Women, Rooms Hotels, სადაზღვევო კომპანია „არდი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები