თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის გარკვეულ ქუჩებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
სს “თელასის” ცნობით, კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფონიჭალის III და IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის, სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვერცხლის, ბარათაშვილის, ავლევის, ჩახრუხაძის, იეთიმ გურჯის, ნაკაშიძის, დიუმას, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქიაჩელის, ახვლედიანის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I და VI მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ჭედიას, შუშის, ლაზოს, წყალსადენის და მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილურიძის ქუჩის, ილურიძის ჩიხის და ილურიძის გასასვლელის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კახიანის, ჩოდრიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, თამარაშვილის, მიქატაძის, მესხიშვილის და გულრიფშის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, გურიელის, ნუცუბიძის, გამრეკელის, ძოწენიძის, შატილის, შარტავას და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის და კედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველოს დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის, ნარგიზის შესახვევის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, წალენჯიხის, ტოლენჯის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის და ყარყარაშვილის ქუჩების, მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II და IV კვარტლების, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.