„უმრავლესობის ლიდერი უნდა იყოს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე ოთხშაბათს დეპუტატის მანდატს დატოვებს. დეპუტატი სამშაბათს ახალ სამსახურში მისვლას და კოლექტივის გაცნობას აპირებს. ვინ დაიკავებს პარლამენტში მის ადგილს, ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს, თუმცა საგანელიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის ლიდერი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს.
„მე აუცილებლად ჩავალ ქუთაისში, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს შევხვდები. მადლობას გადავუხდი მათ ერთად მუშაობისთვის, იმ წლებისთვის, რაც ერთად გავიარეთ და ალბათ, დავემშვიდობები პარლამენტს. მე მიმაჩნია, რომ უმრავლესობის ლიდერი უნდა იყოს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ფრაქციაა, თან სამართლიანი და ობიექტური იქნება ამ ფრაქციის წევრი იყოს უმრავლესობის ლიდერი“,- განაცხადა საგანელიძემ.