„ჯეოსელის“ დამფუძნებელი კომპანია „თელიასონერა“ საქართველოს ტოვებს
„ჯეოსელის“ დამფუძნებელი კომპანია „თელიასონერა“ ევრაზიული ბაზრიდან მიდის და საქართველოსაც ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ინფორმაცია „თელიასონერას“ წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის შეძენით თურქქსელი უკვე დაინტერესდა.
„ჯეოსელი“ არ ტოვებს საქართველოს. ეს „თელიასონერას“ სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ ევრაზიიდან გავიდეს. კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომ ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის რეგიონებში მოახდინოს განვითარება“, – განაცხადა კომპანია „თელი ასონერას“ ევრაზიის პრეზიდენტმა ერიკ ჰალბერგმა.