„იმედის“ დირექტორი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ის ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩაანაცვლა, ბახტაძე კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ “იმედის” დირექტორმა „კვირას“ განუცხადა.
“არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი. ეს თემა საერთოდ არ განხილულა“, – აღნიშნა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კონკრეტულად კი, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ის ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩაანაცვლა.