არჩილ თალაკვაძე ნატოს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ნატოს შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა. ეს უკანასკნელი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ფარგლებშია ჩამოსული, რომლის მიზანი დაგეგმვისა და მიმოხილვის (PARP) დოკუმენტის განხილვაა.
უწყების ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროებისა და უსაფრთხოების დანაყოფების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა. ასევე, თალაკვაძემ ჯგუფს სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები და მიმდინარე პროცესები გააცნო.
შეხვედრას შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები