ნიუ-იორკში გამოფენა – „სუვენირები საქართველოდან“ მოეწყობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ქართული დღეების Discover Georgia-ს ფარგლებში, გაიმართება გამოფენა „სუვენირები საქართველოდან“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 ქართველი ხალხური რეწვის ოსტატის მიერ უნიკალური ქართული ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები (ბატიკა, მეთუნეობა, ჭედურობა, მინანქარი და სხვ.). დამთვალიერებელი საქართველოს ისტორიას, ტრადიციასა და ხელოსნობას გაეცნობა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს ტრადიციული ქართული ხელოვნების ნიმუშების ადგილზე შეძენის შესაძლებლობაც ექნება.
ქართული დღეები Discover Georgia, ჩელსი მარკეტის ტერიტორიაზე, გაეროს 2015 წლის სამიტის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ქვეყნისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ქართული დღეების ფარგლებში, ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ხალხური რეწვის ოსტატების, ასევე ქართველი მხატვრებისა და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. აუდიტორიას ქართული კომპანიების მიერ წარმოებული საკვები და სასმელი პროდუქციის დაგემოვნების საშუალებაც მიეცემა.
ღონისძების ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები