თამარ სანიკიძე ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამინისტროს წამომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი მოინახულეს. გაეცნენ უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის; სამართალმცოდნეობის; ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სკოლების მუშაობას. თამარ სანიკიძე და გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით კმაყოფილები დარჩნენ და უნივერსიტეტის განვითარებისათვის საჭირო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.