„თუ პრეზიდენტი გიგი უგულავას შეიწყალებს, ამით თავისი მიუმხრობელი არბიტრის იმიჯს დაანგრევს“

გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის გადასაგზავნად ხელმოწერების შეგროვების საკითხს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ლაგაზიძე თითქმის გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა გიგი უგულავა შეიწყალოს, რადგან ეს, მისი თქმით, მისი მიუმხრობელი არბიტრის იმიჯს დაანგრევს.
„ არჩევნებამდე პერიოდში მარგველაშვილი უნდა შეეცადოს და შეინარჩუნოს ობიექტურის იმიჯი, ეს აუცილებელია არჩევნების შემდგომ სახელმწიფოს და საზოგადოების სტაბილური განვითარებისთვის. მე თითქმის გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი ამ შეწყალებაზე წავიდეს სწორედ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის მიუმხრობელი პირის როლს დაკარგავს. დღეს მარგველაშვილის ხიბლი საზოგადოების თვალში არის ის, რომ ის დამოუკიდებელია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გავლენისგან. თუ შეწყალება მოხდება, ის ობიექტურის იმიჯს დაანგრევს“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები