ტოვებს თუ არა სოსო ჯაჭვლიანი კოალიციას – დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ინფორმაციას სისულელეს უწოდებს. ამის შესახებ „კვირას“ თავად უმრავლესობის დეპუტატმა განუცხადა.
„ტყუილია, რა თქმა უნდა, სისულელეა. მე ვარ და ვიქნები კოალიციის გუნდის წევრი. განსხვავებულ აზრს პატივი უნდა ვცეთ“,-განაცხადა ჯაჭვლიანმა.