თეა წულუკიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობით არჩევის მომხრეა
„სწორი იქნება, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის ძველი წესი დაბრუნდება და საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევი წევრების არჩევა უბრალო უმრავლესობით მოხდება“,- აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევით და “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები 2/3-ის უმრავლესობით ირჩევიან და შედეგი კი არის ის, რომ ერთი ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღემდე ვაკანტურია“,- განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამგვარი მიდგომა სწორი არ არის.