სახალხო დამცველისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გიგი უგულავას მიმართ გადაწყვეტილება

ომბუდსმენისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გიგი უგულავას მიმართ გადაწყვეტილება. როგორც უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო “რედისონში” საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის გიგი უგულავას მიმართ მოსამართლის გადაწყვეტილებას მას შემდეგ შეისწავლის, რაც გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი გახდება.
“ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, მეორე მხრივ, იყო წუხილი, რომ ეს შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნებს წარმოშობდეს და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამაც გააკეთა კომენტარი. გავეცნობით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, მას შემდეგ, რაც ის გახდება ხელმისაწვდომი. ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს ნანახი, რა გახდა მოსამართლის საფუძველი ამ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად, ვაგრძელებთ მონიტორინგს ამ თემაზე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები