მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა
მთავარობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა, სანაცვლოდ კი, საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული კრწანისის ტყე-პარკი დაიბრუნა. საპატრიარქოს გადაეცა რეზიდენციის მიმდებარედ სანაპირო ზოლი, რომლის ფართობია 11810 კვ/მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობები საპატრიარქოს უსასყიდლოდ მიეცა. ხელშეკრულება საპატრიარქოსა და ქვეყნის მთავრობას შორის 49 წლის ვადით დაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ დოკუმენტაციას დეტალურად ჯერ არ იცნობს, თუმცა, ახლო მომავალში, აუცილებლად გაეცნობა.
“ეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება. შესაბამისად, ჩვენ ამასთან დაკავშირებით, შეხება არ გვქონია. ყოველი შემთხვევისთვის, ვნახავთ გაცვლის შედეგად არსებულ დოკუმენტაციას, თუ რაზეა საუბარი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.