პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით სხდომა მიმდინარეობს. კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს იხილავს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ისახავს მიზნად.
დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებასაც განიხილავს, რომელიც გენდერული კვოტირების გზით წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები