ვასილ ყულჯანიშვილის სამშობლოში გადმოსვენების თარიღი დაზუსტებული არ არის

23 სექტემბერს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულჯანიშვილის გადმოსვენების თარიღი ამ დრომდე დაზუსტებული არ არის.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯარისკაცის გადმოსვენება დღეს ვერ ხერხდება.
„დღეს სამწუხაროდ, ვერ ხერხდება გადმოსვენება. როგორც კი თარიღი დაზუსტდება, სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას აუცილებლად გაავრცელებს. მისი სამშობლოში გადმოსვენება რაც შეიძლება მალე მოხდება“,-განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა. ასევე, დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები