დღეს 300 არაგველს გაიხსენებენ
დღეს, 24 სექტემბერს, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღეს, კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დააბრძანეს 300 არაგველის სახელობის ხატი, სადაც დილის 9 საათიდან დაიწყო წირვა.
წირვის შემდეგ, 12 საათიდან 16 საათამდე, კრწანისის ველზე, 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის ორგანიზებით გაიმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. წაიკითხავენ ლექსებს, ასევე 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები.
ამ დღეს კიდევ ერთხელ მოიყრიან მუხლს სამშობლოსათვის გმირულად დაღუპულთა წინაშე. სიმბოლურად სამასი დანთებული სანთლით, წითელი ღვინით სავსე ფიალით, ქართული წესის შესაბამისად პატივს მიაგებენ მათ ნათელ ხსოვნას.